USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხს სებ-ი სექტემბერში გადახედავს

სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხს სებ-ი სექტემბერში გადახედავს

2023-08-02 14:48:53

სებ-ი სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხს სექტემბერში გადახედავს. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, თავის დროზე სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში იყო მიღებული.

„ეს ე.წ. მაკროპრუდენციული ზომაა, რომელიც სამომხმარებლო სესხების კუთხით აქტივობის შენელებას ისახავს მიზნად, რასაც, თავის მხრივ, ანტიინფლაციური ეფექტი ჰქონდა. ამ თვალსაზრისით კარგი შედეგები იყო მიღწეული, რადგან ამ სეგმენტის საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპი თუ გასულ წელს 40%-ს აღწევდა და იყო ინფლაციის მაგენერირებელი და ფასების ზრდის მაპროვოცირებელი ფაქტორი, დღეს ის თითქმის განახევრებულია და 20-22%-ია. მაგრამ მაინც ჯერ კიდევ საყურადღებოა. თუ ჩვენ შევხედავთ, როგორ იზრდება საქართველოში საკრედიტო აქტივობა და ჩავშლით სესხების ჯგუფების მიხედვით, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი მზარდი არის სამომხმარებლო სესხები“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ იმუშავა და თავისი პოზიციური გავლენა შეასრულა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები