USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს

სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2023-07-24 09:00:53

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა 2022/23 წლებში ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმობარგების გამო, რაც განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის განათლების სექტორის კვლევაშია ნათქვამი. 

უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა 25.1 ათასამდე 2010-22 წლებში.

უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 15.2%-ს შეადგენდნენ 2022/23 წელს.

სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან (52.1% 2022/23 წლებში), იორდანიიდან (8.7%) და ისრაელიდანაა (5.5%). •

უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (74.6%) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს

2022/23 წლის მდგომარეობით. ჯანდაცვისა სამაგისტრო პროგრამები რჩება ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სტუდენტებს შორის 2022/23 წლებში (ჩარიცხულთა 88.1%).

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში აკადემიური საფეხურის და პროგრამის მიხედვით, 2022/23

სხვა - 533;

მეცნიერება - 234;

სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 1,092;

ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა - 1,639;

მაგისტრატურა: 

ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა - 20,452;

მეცნიერება - 445;

სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 653;

უცხოელი 25,069 სტუდენტიდან რომელიც საქართველოში სწავლობს, ადგილები ასე ნაწლდება:

მაგისტრატურა, დიპლომირებულ ი მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა - სტუდენტების - 86.0%;

ბაკალავრი - 14,0%,

 

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები