სამგზავრო ჩემოდნების თუ ჩანთების იმპორტი იზრდება. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქვეყანაში საკვოიაჟების, ჩემოდნების, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნების იმპორტი 32%-ითაა გაზრდილი.
2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ 13,343.52 ათასი დოლარის ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10,080.30 ათასი დოლარის.
საქართველოში იმპორტირებული ჩემოდნების 40%-ი ქვეყანაში ჩინეთიდან შემოვიდა.
სად ყიდულობს საქართველო სამგზავრო ჩანთებს? - ტოპ-5 ქვეყანა
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამგზავრო ჩანთების იმპორტმა რეკორდულს მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 23,289.29 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში