USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა იზრდება, ლიდერ პოზიციაზე სტრატეგიული თამაშებია - BGERAGames

სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა იზრდება, ლიდერ პოზიციაზე სტრატეგიული თამაშებია - BGERAGames

2023-07-03 20:00:21

სამაგიდო თამაშების ქართული სტარტაპ BGERAGames-ის სერვისების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მიმდინარე სეზონი ამ მხრივ ნაკლებად მოთხოვნადია, თუმცა ჯერჯერობით კომპანიაში მომხმარებლების სიმცირეს არ უჩივიან, დატვირთულობით კი ამგვარი ტიპის ბიზნესისთვის საუკეთესო პერიოდი ზამთარია.

მიუხედავად ამისა, როგორც BGERAGames-ის დამფუძნებელი ნიკა ნადირაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, სამაგიდო თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარულია, განსაკუთრებით სტრატეგიული ხასიათის თამაში, მათ შორის ,,გორგასალი", რომლის მიმართაც მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

„სამაგიდო თამაშებისთვის სეზონი საკმაოდ აქტიურია, ამ მხრივ წლის დროებს შორის განსაკუთრებით შემოდგომა და ზამთარი გამოირჩევა. ზაფხულში, როცა მოსახლეობა დასასვენებლად გადის, მოთხოვნა იკლებს ხოლმე, თუმცა ჯერჯერობით აქტიურ ტემპს ვინარჩუნებთ.

დაინტერესება დიდია, ხალხი ხვდება, რომ გართობა არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის, უფროსებიც ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ ატარებენ დროს. სტრატეგიული თამაშები ყველაზე პოპულარულია. დიდი მოწონება დაიმსახურა ,,გორგასალმა", რომელიც დღესაც ერთ-ერთი მოთხოვნადი თამაშია. კონცეფციიდან გამომდინარე, მოთამაშეები ერთმანეთს ,,ებრძვიან", მოიპოვონ მეფის ტახტი, სტრატეგიულია - სად გადაიყვანო , როდის შეუტიო და სხვა. სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოსწონთ. ვცდილობთ, არ გავჩერდეთ, მუდმივად შევთავაზოთ ცვლილება და სიახლე მომხმარებელს, რაც ჩვენის სერვისების მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე აისახება", - ამბობს სტარტაპერი.

ერთი მოთამაშის მომსახურების საფასური 10 ლარია, ხოლო თამაშების რაოდენობა 400-ზე მეტია. აქტიურ სეზონზე კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები