USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრედიტო ბარათების რაოდენობა მცირდება

საკრედიტო ბარათების რაოდენობა მცირდება

2023-11-28 20:00:18

ოქტომბრის სტატისტიკური მაჩვენებლებით საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ                      559,245 ერთეული შეადგინა, საიდანაც VISA მთლიანი საკრედიტო ბარათების 25%-ია, ხოლო  Mastercard-ი 13%-ი.

როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ოქტომბრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 139,548 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 72,942 ერთეულს.

ხოლო 346,755 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის ოქტომბერში 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 2%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 5%-ით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 2%-ით

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები