USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქპატენტი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქპატენტი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2023-05-02 02:13:04

საქპატენტი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:

,,გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქპატენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -  „საქპატენტი“ არის  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

 

ჯერ კიდევ 2022 წლის 6 აპრილის, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ საქპატენტის სტრუქტურასთან დაკავშირებით მოამზადა ფუნქციური ანალიზი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქპატენტის სტრუქტურაში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას.  ამ  ანალიზის საფუძველზე, საქპატენტის სტრუქტურის ერთ-ერთ მთავარ ნაკლოვანებას (სხვა ხარვეზებთან ერთად) წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქპატენტში მენეჯერული პოზიციების რაოდენობა მაღალი იყო და მოითხოვდა ოპტიმიზაციას (საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების 30% მენეჯერულია). 

 

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში დარღვეული იყო იერარქიულობის პრინციპი და იგი არ შეესაბამებოდა  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის  №7 დადგენილებას.  

 

რეორგანიზაციამდე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სტრუქტურა მოიცავდა 8 დეპარტამენტს, 1 სამსახურს, 18 სამმართველოსა  და სასწავლო ცენტრს. საქპატენტში ჯამში დასაქმებული იყო 128 თანამშრომელი, მათ შორის 92 პირი  საშტატო ნუსხით განსაზღვრულ პოზიციებზე, რომელთაგანაც 30 პირი მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. საქპატენტის თავმჯდომარეს კი ჰყავდა 3 მოადგილე და ერთი მრჩეველი.

 

რეორგანიზაციის ფარგლებში,  განისაზღვრა საქპატენტის ახალი სტრუქტურა და ჩამოყალიბდა ახალი საშტატო ნუსხა, რომელშიც აღმოფხვრილია არსებული ნაკლოვანებები,  კერძოდ განხორციელდა საქპატენტის მენეჯერული პოზიციებისა და სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების ოპტიმიზაცია, რის საფუძველზე განხორციელდა სამუშაო ძალის შემცირება, კერძოდ გაუქმდა 13 მენეჯერული  პოზიცია, მათ შორის გაუქმდა დეპარტამენტის უფროსის ორი, სამართველოს უფროსის შვიდი, სამართველოს უფროსის მოადგილის  ორი, ასევე თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციები.

 

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში სამუშაო ძალის შემცირება  შეეხო მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს და არცერთი სხვა თანაშრომელი სამსახურიდან არ გათავისუფლებულა.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციამდე პერიოდში საქპატენტში იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პირები, რომლებიც ერთმანეთის მსგავს სამუშაოს ასრულებდნენ,  სრულიად დაუსაბუთებლად იღებდნენ განსხვავებულ სარგოს. რეორგანიზაციის შემდგე ეს ნაკლოვანებაც აღმოიფხვრა და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დაუსაბუთებლად იღებდა კოლეგებისგან განსხვავებულ ანაზღაურებას, ჯამში 57 თანამშრომელს, გაეზარდა ანაზღაურება და გაუტოლდა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირების სარგოს. საქპატენტის თანამშრომლებისათვის სახელფასო სარგოს გათანაბრება შესაძლებელი გახდა მათ შორის, რეორგანიზაციის ფარგლებში მენეჯერული პოზიციების შემცირების შედეგად დაზოგილი თანხებით.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქპატენტის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად განვითარებად სამეცნიერო დარგებს. შესაბამისად, იდგა  მოქნილი მმართველობითი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც გულისხმობს  მცირე, მაგრამ კვალიფიციური და ეფექტიანი მენეჯმენტის არსებობას,  რაც რეორგანიოზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სრული გამჭვირვალობითა და შრომითი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით განხორციელდა. საზოგადოების მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში,  მზად ვართ საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე".

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები