USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2024-04-09 13:11:00

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს და ამ პროცესში ასოციაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობაზე.

 

,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ წარმომადგენლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობის პირობები გავაცანით, განვიხილეთ შეზღუდული ტიპის ნებართვების   რაციონალურად და გამჭვირვალედ განაწილებასთან დაკავშირებით ასოციაციებთან მჭიდრო კოორდინაცის წინაპირობები  და მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც  შევთანხმდით" - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

 

მომდევნო სამუშაო შეხვედრა გადამზიდველთა ასოციაციების წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის მიმდინარე წლის 12 აპრილს ქ. ბათუმში ჩაინიშნა, სადაც გადამზიდველთა ასოციაციებში გაწევრიანების საკითხები, ასევე შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის  წესის პირობების განხილვა იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია  წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შემდეგ სატელეფონო ნომერზე - 2365501.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები