USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო „ზუგდიდის ფარმაციის" გასხვისებას უკვე მესამედ ცდილობს

სახელმწიფო „ზუგდიდის ფარმაციის" გასხვისებას უკვე მესამედ ცდილობს

2023-10-11 14:00:28

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ „ზუგდიდის ფარმაციის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს ყიდის. აღნიშნული კომპანიაპამნიის გასხვისებას სახელმწიფო წელს უკვე მესამედ ცდილობს. 

კომპანიის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 153 000 ლარს შეადგენს. 

კომპანია „ზუგდიდის ფარმაციის" ქონებას წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდში,თამარ მეფის ქუჩა N18-ში, I სართულზე არსებული 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარს შეადგენდა. ხოლო კომპანიის ვალდებულებები და კაპიტალი, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 94 186 ლარი იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები