USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო საკუთარი კომპანიების გასხვისებას აგრძელებს

სახელმწიფო საკუთარი კომპანიების გასხვისებას აგრძელებს

2023-05-22 12:30:04

სახელმწიფო „ზუგდიდის ფარმაციის" 100%-იან წილს ასხვისებს. კომპანია გასასხვისებლად eauction.ge-ზე უკვე გამოტანილია, ხოლო აუქციონი 29 მაისსა ჩანიშნული.

ობიექტის საწყისი ღირებულება კი 153 000 ლარია.

კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩა N18-ში მდებარეობს.

საუბარია 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართზე. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის ვალდებულებები და კაპიტალი, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარად იყო განსაზვრული. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები