USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

2023-09-03 11:59:36

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. 

„რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყენებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები