USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეული, 100 000 000 ლარის ობლიგაციების გაყიდვა იგეგმება

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეული, 100 000 000 ლარის ობლიგაციების გაყიდვა იგეგმება

2024-02-23 10:00:00

 27 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.5 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები