CE Engineering Group-ი, რომელიც საქართველოში სამგზავრო ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟისა და სერვისის სექტორში ლიდერი კომპანიაა, სასტუმრო ბიზნესს აქტიურად ემსახურება.
როგორც Business Insider Georgia-სთან ICE Engineering Group-ი კომერციულმა დირექტორმა დავით ნადირაძემ განაცხადა, სასტუმრო ბიზნესის მხრიდან მათ მომსახურებასა იმ პროდუქტებზე, რის მიწოდებასაც ICE Engineering Group-ი ახდენს, მოთხოვნა იზრდება.
სასტუმროსთვის VRF სისტემების მონტაჟი მნიშვნელოვანია, რადგანაც სამმილოვანი სისტემაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად გათბობასა და გაგრილებაზეც მუშაობს. მაგალითად, სასტუმროს შეუძლია სხვადასხვა ნომერში ერთდროულად ჩართოს გათბობისა და გაგრილების სისტემაც. ეს შესაძლებლობა კი სასტუმროსთვის და სტუმრებისთვისაც ძალიან კომფორტულია. ამავდროულად VRF სისტემის დანადგარები არის ინვერტორული და მხოლოდ იმ დატვირთვით მუშაობს, რაც იმ მომენტში სასტუმროს სჭირდება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, რა რაოდენობითაც არის დატვირთული სასტუმროს ნომრები, VRF სისტემაც იგივე სიმძლავრეზე მუშაობს. ეს სისტემა სართულების მიხედვითაც არის განაწილებული, ანუ სასტუმროს კონკრეტული სართული თუ დაკეტილია, VRF სისტემა იმ სართულზე გათიშულია. ამასთან მუშაობს მხოლოდ იმ სართულის სისტემა, რომელიც დატვირთულია.
Mitsubishi Heavy Industries-ზე მოთხოვნა ძირითადად სასტუმრო და საოფისე სეგმენტიდან გვაქვს. გეტყვით, რომ VRF სისტემებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში უფრო გაზრდილია. VRF სისტემა საოფისე და სასტუმრო ბიზნესებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ბიზნესის სხვა სეგმენტებისთვის.
მოთხოვნა გაზრდილია 20%-ით.
პრემიუმ კლასის სასტუმროები იყენებენ პრემიუმ ბრენდებს, როგორიცაა მაგალითად, Mitsubishi. მაღალი კლასის სასტუმროებს თავად აქვთ სხვა ტიპის ბრენდებზე მოთხოვნა. უფრო დაბალი კლასის სასტუმროები კი შესაბამის სეგმენტის დანადგარებს იყენებენ. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიუმ კლასის სასტუმროები პრემიუმ სეგმენტის სისტემებსა და აგრეგატებს იყენებენ. მათ შორისაა Mitsubishi Heavy Industries-ი.
ჩვენ მხოლოდ პრემიუმ სეგმენტზე ვმუშაობთ, ვინაიდან, საქართველოში Mitsubishi-სა და Carrier-ის წარმომადგენლები ვართ. აქედან გამომდინარე ორივე პრემიუმ სეგმენტის ბრენდია და შესაბამისადაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
საკმაოდ ბევრი პროექტი გაქვს განხორციელებული, საუბარია მინიმუმ 20 სასტუმროზე.
პრემიუმ სისტემების მონტაჟის კუთხით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ ჯანსაღია. არიან სხვა კომპანიები, რომლებიც სხვა პრემიუმ ბრენდებს სთავაზობენ მომხმარებლებს და ამ მიმართულებით მუშაობენ.
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში