გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივქსელებთან პარტნიორობით, 9 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია„Uniting Business Europe“ გაიმართება.
რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ღონისძიებაზე, 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიებისწარმომადგენელი შეიკრიბება და კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისპროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურგაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკასა და სხვა აქტუალურსაკითხებზე იმსჯელებს.
მონაწილეები არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციაში მონაწილეობას გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები და დაინტერესებულ მხარეები, მათ შორის, ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების მაღალი რანგის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში