USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ონლაინ ვაჭრობის წილი იზრდება

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის წილი იზრდება

2023-09-01 16:00:44

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის წილი იზრდება, რასაც საქსტატის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია ადასტურბს. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებელმა, რაც მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ბოლო 12 თვეში საქონელი ან მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა. ონლაინ ვაჭრობის წილი 6.2% არის გაზრდილი

აღნიშნული მაჩვენებლი განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით:

კერძოდ, საქალაქო დასახლებებში ონლაინ პროდუქცია - 35.1 პროცენტმა იყიდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 20.7 პროცენტმა.

საქსტატის კვლევით გამოიკვეთა, რომ ინტერნეტის მეშვეობით საქონელი ან მომსახურება ქალების 32.8%-მა, ხოლო კაცების 26.7%-მა შეუკვეტა. ქალების აქტივობის მაჩვენებელი 6,1% მეტია. 

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში ონლაი შოპინგს წილი - 40.9 პროცენტია, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 30.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 13.0 პროცენტია.

საქართველოში 2020 წელს ონლაინ ვაჭრობაზე 597 მლნ ლარი დაიხარჯა. “გალთ ენდ თაგარტის” კვლევაში - “ელექტრონული კომერცია საქართველოში”, აღნიშნულია, რომ ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე 950 ლარია, რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. 

საგულისხმოა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობას, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენას ეხება.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, განცხადებების მიხედვით, 75%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება - 8%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა - 13%-ს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები