USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მცხოვრები რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 77% ბინას ქირაობს - Galt & Taggart

საქართველოში მცხოვრები რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 77% ბინას ქირაობს - Galt & Taggart

2023-11-17 12:50:00

ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმართ, რაც მოთხოვნის და შემოსავლიანობის ზრდას უკავშირდება. როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, 

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2 ძირითად კატეგორიაზეა დამოკიდებული:

1) საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს.

2) საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოში 2022 წლისთვის 60%-ი იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს 53%-ს უკავშირდებოდა. ევროკავშირში კი ანალოგიური მაჩვენებელი 2022 წელს 75%-ს შეადგენდა, 2000 წელს კი 71%-ს.

Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ურბანიზაციის ზრდა წლიურად დაახლოებით 4,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას. აღსანიშნავია რომ, 2014 წლიდან თბილისის მოსახლეობა 140,000-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა 2017-23 წლებში გასამმაგდა.

ადამიანების რაოდენობა, ვისაც 3,600 ლარზე მაღალი ხელფასი აქვთ, 100,000-მდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით კი 2025 წლისთვის მოსალოდნელია რომ 3,600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი 150,000-ს გადააჭარბებს. 

Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ დაქირავებული ადამიანების რაოდენობა, რომელსაც გარეუბანში, მცირე ზომის ბინის შეძენა იპოთეკური სესხით შეუძლია 170,000-ს შეადგენს. მათივე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები კლებას განაგრძობს 2024 წელს, ხოლო უცხოურ ვალუტაში იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება.

ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის და ბელარუსის დაახლოებით 90,000 მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ამჟამად, რომელთა 77% ბინას ქირაობს.

სად ცხოვრობენ მიგრანტები?

  • 77% - ქირა
  • 14% - მეგობარი/ნათესავი
  • 5% - საკუთარი ბინა
  • 4% - სხვა.

რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.

იმავდროულად რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.

Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2023 წლის მარტიდან ქირებმა შემცირება დაიწყო და 5.7%-ით შემცირდა ოქტომბრისთვის. მოსალოდნელია რომ ქირების კლება ახლო მომავალში გაგრძელდება.

უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ 11.9% მიაღწია 2023 წლის მარტში, თუმცა მას შემდეგ იკლებს და ოქტომბრისთვის 11.0%-ს შეადგენს.

ზოგადად, ქირის შემოსავლიანობა მაღალია თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.

ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მიგრანტების წილი დაახლოებით 26%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები