საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ფულად გზავნილებში 2023 წლის იანვარში რუსეთი პირველია. საიდანაც საქართველოში $267,62 მილიონი გადმოირიცხადა და წინა წელთან მატებამ 1096% შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 60,14%-ია.
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:
1. რუსეთის ფედერაცია - $268 მილიონი, მატება წინა წელთან 1096%;
2. იტალია - $40 მილიონი, მატება წინა წელთან 18,94% ;
3. აშშ - $29 მილიონი, მატება წინა წელთან 40,83%;
4. საბერძნეთი - $18 მილიონი, მატება წინა წელთან 6,97%;
5. ისრაელი - $17 მილიონი, მატება წინა წელთან 14,50%;
6. გერმანია - $14 მილიონი, მატება წინა წელთან 61,79% ;
7. ყაზახეთი - $9 მილიონი, მატება წინა წელთან 32,07%;
8. თურქეთი - $8 მილიონი, მატება წინა წელთან 26,14%;
9. ყირგიზეთი - $5 მილიონი, მატება წინა წელთან 60,15%;
10. ესპანეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 4,87%;
2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება