USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 38.4%-ს ქვეყანაში დარჩენა, ერთ წელზე მეტი ვადით სურთ - სებ

საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 38.4%-ს ქვეყანაში დარჩენა, ერთ წელზე მეტი ვადით სურთ - სებ

2023-08-17 13:00:12

ქვეყნების მიხედვით, 2023 წლის I ნახევარში რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა(მთლიანი შემოსავლის 26.7%) და 482.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით,- ამის შესახებ PMC-ის 

რუსეთს მოჰყვა თურქეთი (მთლიანი შემოსავლის 14,6%), საიდანაც შემოსავლები 39.5%-ით გაიზარდა 2019 წლის I ნახევართან შედარებით, შემდეგ კი ევროკავშირი, რომელმაც, მიუხედავად ვიზიტორთა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენისა, პანდემიამდე მაჩვენებელს 14.4%-ით გადააჭარბა და მთლიანი შემოსავლის 12.0% შეადგინა.

შემოსავლის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანისთვის (პანდემიამდელი მაჩვენებლის 59.3%). მეორე მხრივ, შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ისრაელიდან (70.4%) და უკრაინიდან (30.8%).

„საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 38.4%, ბელარუსის მოქალაქეების 34.9% და უკრაინის მოქალაქეების 28.0% შეფასებულია 1 წელზე მეტი ვადით მყოფად, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, ისინი განიხილებიან საქართველოს რეზიდენტებად და მათი დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის გამოთვლებში არ შედის“, - ნათქვამია PMC-ის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები