USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ₾9 600 მეტი ხელფასი დასაქმებულთა 1.9%-ს აქვს

საქართველოში ₾9 600 მეტი ხელფასი დასაქმებულთა 1.9%-ს აქვს

2023-05-30 15:25:12

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით 2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა. 

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.9%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები