გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს სექტემბრიდან ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყებენ.
პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
სანქციები შემდეგ ჯარიმებს ითვალისწინებს:
დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი - 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3 000 ლარით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში