USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

2024-01-29 12:40:00

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის  (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 

2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და  შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა.  დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა საერთაშორისო ინსტუტების  ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle coridore Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი  საერთო კრება გაიმართა.

 შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანოებები განიხილეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები