USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

2023-10-11 16:49:41

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ  ასზე მეტი  თანამშრომელი დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება   განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯოლდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოს რკინიგზის მრავალწლიანი ტრადიციაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები