USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზა მზადაა, 5 თბომავლის შეკეთებაში  6,4 მლნ ლარი გადაიხადოს

საქართველოს რკინიგზა მზადაა, 5 თბომავლის შეკეთებაში  6,4 მლნ ლარი გადაიხადოს

2023-09-26 14:00:27

საქართველოს რკინიგზა თბომავლების შეკეთებაში - 6 369 035 ლარს (დღგ-ს გარეშე) გადაიხდის.  სულ საუბარია 5 ერთეული ,,ჩმე-3” სერიის თბომავლის „კრ“ („კრ-2“) მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთებაზე. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შესაბამისი განაცხადების წარდგენა 16 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განახორციელონ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 369 035 ლარია.

შემსყიდველის მიერ შესაკეთებელი თბომავლ(ებ)ის გადაცემა და შეკეთებული თბომავლ(ებ)ის მიღება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის შესაბამისად თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო დეპოში, ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, ან სამტრედიის სალოკომოტივო დეპოში.

მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 1 ცალი შესაკეთებელი თბომავლის წაყვანა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო დანარჩენი თბომავლების წაყვანა უნდა განახორციელოს პირველი ეტაპით გათვალისწინებული თბომავლის წაყვანის შემდეგ ყოველთვიურად არანაკლებ ერთი თბომავლის ოდენობით, მიმწოდებელს შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში აქვს უფლება ერთდროულად განახორციელოს რამდენიმე თბომავლის წაყვანა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები