USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

2024-01-27 10:55:00

Legend Series-ის ფარგლებში, 2024 წლის 7 მარტს, საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის"ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ქალაქ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გასამართი მატჩი19:00 საათზე დაიწყება. ინტერის შემადგენლობაში ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშფიგუ, გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი. GEO 11-ისშემადგენლობაში ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი შოთა არველაძე,მისი ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ასევერეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ნაკრების გამორჩეული წევრები - გიორგი ქინქლაძე და თემურქეცბაია ითამაშებენ.

Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ისპარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში, მომავალი სამი წლის განმავლობაში,ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანასითვალისწინებს. Legend Series-ის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივროკულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალისმეტად გამოყენება.

კარი გაღების დრო: 17:00

ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის!

 

ღონისძიების ორგანიზატორი:

https://www.legendseries.ge/

https://www.instagram.com/sportsorient/

https://www.facebook.com/profile.php?id=61554719412968

https://www.facebook.com/europebet

https://www.instagram.com/europebet/

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები