USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს

2023-11-23 01:06:59

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტი „ბორჯღალოსნებთან“ კონტრაქტს 2 წლით გააფორმებს.

რიჩარდ კოკერილი ბოლოს ფრანგულ „მონპელიეში“ მუშაობდა და გუნდიდან რამდენიმე დღის წინ „პერპინიანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ გაუშვეს.

52 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს „ლესტერ ტაიგერსის“, „ტულონის“, „ედინბურგის“ და „მონპელიეს “ მწვრთნელად მუშაობდა. 2021-23 წლებში კი ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები