USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მასშტაბით 263 120 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღია რეგისტრირებული

საქართველოს მასშტაბით 263 120 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღია რეგისტრირებული

2023-04-27 16:25:03

საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 263 120 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ამის შესახებ აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. 

როგორც ირკვევა, რეგისტრირებული თოფის რაოდენობა შეადგენს 149 844 ერთეულს, პისტოლეტი - 56 454 ერთეულს, კარაბინი - 20 802 ერთეულს, მცირეკალიბრიანი შაშხანა - 8 417 ერთეულს, შაშხანა - 6 308 ერთეულს, რევოლვერი - 5 795 ერთეულს, კომბინირებული - 47 ერთეულს, უცნობი სახეობა - 15 453 ერთეულს. 

ირკვევა, რომ იარაღის მესაკუთრედ აღრიცხულია - 228 541 საქართველოს მოქალაქე (აღნიშნული მოიცავს როგორც ცეცხლსასროლი, ასევე, აირის (გაზის) და პნევმატური იარაღის ნებართვების მქონე მოქალაქეებს): თოფი - 121 965, პისტოლეტი - 47 694, კარაბინი - 18 091, მცირეკალიბრიანიშაშხანა - 8 064, შაშხანა - 5 471, რევოლვერი - 5 668, კომბინირებული -  47, უცნობი სახეობა - 21 541.

ამასთან, 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით: ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით გაცემულია - 200 523 შეძენის ნებართვა; ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით გაცემულია - 61 836 შეძენის ნებართვა; სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღზე გაცემულია -516 შეძენის ნებართვა; სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე, საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გაცემულია - 245 შეძენის ნებართვა. 

სტატისტიკა მოცემულია 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები