USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG

საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG

2023-11-23 12:15:15

ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ის ანგარიშშია ნათქვამი. 

2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა.

„2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე).

ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%).

2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე)“- ნათქვამია ანგარიშში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები