USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა

საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა

2023-10-31 17:00:08

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება) 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

კერძოდ, ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ სს „ყაზტრანსოილი“ უშუალოდ ფლობს და მართავს საწარმოო აქტივებს საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით.

 BNT ახორციელებს მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები