USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა IMF-ის მისიას ბიზნესში არსებული განწყობები და მოლოდინები გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა IMF-ის მისიას ბიზნესში არსებული განწყობები და მოლოდინები გააცნო

2023-05-02 11:07:49

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს და მისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და მოლოდინები გააცნეს. 

 

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, რომელიც, თავის მხრივ, BAG-ის წევრი კომპანიების ინტერესს წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს  BAG ინდექსის კვლევის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო, სადაც საუბარია ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე, დასაქმებაზე და საინვესტიციო კლიმატზე.

 

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ IMF-ის მისია აქტიურ კომუნიკაციაშია BAG-თან და ვაგრძელებთ თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რადგან მისიისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ბიზნესის მოსაზრებები, ვიდრე მოხდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით,

შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და შესაბამისად მოლოდინები. მიგვაჩნია, რომ უცხოელ პარტნიორებთან ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობა ორივე მხარისთვის ფასეული და სასარგებლოა" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები