USD 2.8323

EUR 2.9742

TRY 0.0812

GBP 3.6052

RUB 0.0273

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველოს ავიახაზებმა“ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დილით შეასრულა ფრენა

„საქართველოს ავიახაზებმა“ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დილით შეასრულა ფრენა

2023-10-08 10:59:07

„საქართველოს ავიახაზებმა“ დღეს დილით შეასრულა თელ-ავივის მიმართულებით ფრენა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის აეროპორტში განუცხადეს. 

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

მათ შორის „საქართველოს ავიახაზებმა“ 7 ოქრომბერს გადადო ისრაელოს მიმართულებით ფრენა, რომელიც დღეს შესრულდა. 

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.  სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა.  ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ  "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".

იგივე თემაზე: 

„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები