საქართველოს ავიაბაზარზე IndiGo-ს შემოსვლამ გარკვეულ მიმართულებებზე მოთხოვნა გაზარდა და ველოდებით, რომ მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განაცხადა.
ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინდოეთის მიმართულებაზე მოთხოვნა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ გაიზარდა.
„აქამდე ინდოეთის მიმართულებაზე პირდაპირი ავიარეისები არ გვქონდა, შესაბამისად პირდაპირი რეისების დაწყებით კი ინდოეთისადმი ინტერესი გაიზარდა და პირიქით. იმავდროულად გარდა ინდოეთისა IndiGo-ს აქვს პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებზე ბევრ ავიაკომპანიასთან. ასეთი ურთიერთობები იდეაში სხვა ავიაკომპანიებსაც აქვთ, მაგრამ IndiGo ქართულ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული ფასებით შემოვიდა. რაც ჩვენ, ტურისტულ კომპანიებს დაგვეხმარება იმაში, რომ ბიუჯეტურ ფასად შევთავაზოთ ინდოეთი და თუნდაც ტაილანდის მიმართულება“, აცხადებს Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი.
გოგა ქუცნიაშვილის თქმით, ინდოეთის მიმართულებით ორი სახის ტურის დაგეგმვაა შესაძლებელი, ერთია უბრალოდ დასვენება და მეორე კულტურული ტურიზმი.
„ფასები რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგალითად გოასა და რომელიმე კულტურულ ტურს შორის. სანახაობრივი ტურის შემთხვევაში საშუალო ბიუჯეტი ინდოეთის მიმართულებაზე 4000 ლარიდან მაინც უნდა გავთვალოთ. ხოლო გოაზე დასვენებაზე ორიენტირებული მოგზაურისთვის კი ფასები 3500 ლარიდან იწყება“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის მენეჯერი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში