საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და სან ფრანცისკოშისაქართველოს გენერალური კონსულის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ბიზნეს პოტენციალის, საინვესტიციო გარემოსა და ქართული სტარტაპ ეკოსისტემის უკეთ შესასწავლად, საქართველოსამერიკის შეერთებული შტატებიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვია. (Aaron Gershenberg - Sr. Advisor & Founding Partner Emeritus, SVB Capital; Yoram Tiets - Senior Advisor for General Atlantic; Isaac Applbaum - Founder and Managing Partner of MizMaa Ventures; Jonathan Pulitzer - General Partner at Corner Ventures.) დელეგაციას ტექნოპარკში GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. სტუმრები ქართველ სტარტაპებსაც შეხვდნენ და თავად მოისმინეს ინფორმაცია მათი კომპანიების საქმიანობის შესახებ.
Venture Capital კომპანიები, რომლებსაც ამერიკელი ინვესტორები წარმოადგნენ, სილიკონ ველისეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. სხვადასხვა სექტორში ინვესტიციებისგანხორციელების კუთხით მათ მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალფეროვანი პორტფელიაქვთ.
სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო წლის განმავლობაში სხვადასხვააქტივობებით, ხელს უწყობს ქართული სტარტაპებისთვის ამერიკის ბაზარზე ახალიშესაძლებლობების გაჩენასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში