USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა შუა დერეფანში გახდეს ფინანსური ინოვაციების ჰაბი - ნათია თურნავა

საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა შუა დერეფანში გახდეს ფინანსური ინოვაციების ჰაბი - ნათია თურნავა

2023-12-05 12:47:15

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ შუა დერეფანში ფინანსური ინოვაციების ჰაბი გახდეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი USAID-თან ფინანსური ინოვაციების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, რადგან ფინანსური მომსახურების სფეროსთვის არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა შუა დერეფანში გახდეს ფინტეკების, ანუ ფინანსური ინოვაციების ჰაბი და მსგავსი პროგრამები გვეხმარება ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კონკრეტულად USAID-ის პროექტის დახმარებით შეისწავლეს რეგულაციები, თუ რამდენად ემსახურება ეს ინვესტორების მოლოდინებსა და საჭიროებებს იმისათვის, რომ ინვესტორი შემოვიდეს ფინტეკების დარგში.

„არსებითად ჩვენი კანონმდებლობა შეესაბამება ინვესტორების ინტერესებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა და სებ-ი, ასევე მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც აქტიურადაა ჩართული ფინტეკების განვითარებაში მომავალშიც აქტიურად ვიმუშავეთ და მხარს დავუჭერთ ამ მიმართულებას“, - განაცხადა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები