USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით - არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით - არჩილ გაჩეჩილაძე

2023-10-26 15:25:45

„საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით, ამ კუთხით სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში დიდი წინსვლაა, ტრანსპორტირების კუთხითაც. იმისათვის, რომ დიდი ნაბიჯები წინ გადავდგათ ავიაციაში, ლოგისტიკაში და სხვა მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები" მონაწილეობს.
მან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა  და აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი" შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და  ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ.
„აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ. ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ბანკი იყოს ფორუმის გენერალური სპონსორი",-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.  
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა" დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. ფორუმზე აქტიურადაა წარმოდგენილი ქართული ბიზნეს-სექტორი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები