USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

2023-10-27 11:40:25

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას.

აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს   და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.

ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში  საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურებას სთავაზობენ.

სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე - ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები