USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 14%-ითაა გაზრდილი

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 14%-ითაა გაზრდილი

2023-11-24 10:00:00

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 13,5%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 9,691.44 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 12,353.81 ათასი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, 2022 წლის 10 თვეში ექსპორტზე 8,535.66 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების 33% რუსეთზე მოდის.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

რუსეთი - 3,670.05 ტონა,

აშშ - 1,785.33 ტონა,

გერმანია - 917.87 ტონა,

ავსტრალია - 854.36 ტონა,

ისრაელი - 701.95 ტონა.

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყნიდან 13,251.59 ტონა წვენები გავიდა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 38%-ით იყო გაზრდილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები