2023 წლის აგვისტოში ამონიუმის ნიტრატის ფასი 26.3%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2023 წლის მარტის შემდეგ, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ზრდა განპირობებულია ევროპაში ბუნებრივი აირის ფასების ზრდით, რაც სასუქების წარმოების მთავარი კომპონენტია.
„ამასთან, გაზრდილი საოპერაციო ხარჯების გამო, ევროპაში 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა შეამცირა წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან სასუქების ექსპორტი ძირითადად დასტაბილურებულია, აზოტოვანი სასუქების მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო მაინც მოსალოდნელია ბაზარზე გარკვეული მერყეობა, განსაკუთრებით ევროპაში ბუნებრივი აირის ფასების არასტაბილურობის ფონზე“, - ნათქვამია მიოხილვაში.
რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 7 თვეში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 41.5%-ით შემცირდა და ქვეყნიდან $23 მილიონის ღირებულების სასუქი გავიდა. 2023 წელს კი ექსპორტმა $183 მილიონი შეადგინა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში