USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო მთვარეზე მისიას შეურთდება - Touch Summit23-ისა და Spacebit-ის კოლაბორაცია და უნიკალური შესაძლებლობა სამიტის დელეგატებს

საქართველო მთვარეზე მისიას შეურთდება - Touch Summit23-ისა და Spacebit-ის კოლაბორაცია და უნიკალური შესაძლებლობა სამიტის დელეგატებს

2023-12-05 14:27:32

7-8 დეკემბერს Touch Summit- იმართება, რომელიც აერთანებს 50-ზე მეტ სპიკერსს, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს, სტარტაპ ჩლენჯს, სტარტაპე ექსპოს, მენტორშის სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციას და გართობას.

 წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT შეურთდა, რომელიც 24 დემემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე.

უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდება, რის საშუალებასაც Touch Summit- მოგვცემს, კერძოდ კი ყველა დელეგატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოსსპეციალურად ამ კამპნიისთვის შექმნილია ვებ გვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებ პლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეტატებისთის არის შესაძლებელი“, აცხადებენ Touch-ში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფუდნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნსემენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit გახლავთ პირველი მთავარის როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.

Spacebit-ის მისია  Nasa-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. წარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელადასაგუმო” (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაჰყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. სპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე და ამით ქართველი ხალხის შეტყობინება პირველად გაცდება პლანეტის საზღვრებს.

არდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ლინკით ექებათ საშუალება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები