ფინტექის რევოლუციის მოწინავე რიგებში მოსახვედრად საქართველოს აქვს დიდი უპირატესობა ითამაშოს წამყვანი როლი რეგიონში ფინტექ-ტექნოლოგიის ჩამოყალიბებაში. ბიზნესის მარტივად წარმოების ტოპ 10-ში მყოფ ქვეყანას შეუძლია ყველაზე წარმატებული გარემოს შეთავაზება ბანკების, ბროკერების, ვაჭრობისა და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის საუკეთესო ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.
საქართველოში ფინტექის სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის აქტიური და მჭიდრო კოლაბორაციით გამოიხატება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მზაობა ინდუსტრიის გაფართოების კუთხით.
ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია მარეგულირებელი მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც დააბალანსებს ინოვაციების წახალისებას და მომხმარებელთა დაცვას.
უფრო მეტიც, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ხელს უწყობენ სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური სტარტაპების ევოლუციას ინვესტიციების მოზიდვით, როგორც სამთავრობო ორგანიზაციებისაგან, ასევე IT კორპორაციებისაგან.
საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება მსოფლიოს წამყვანი ფინტექ-კომპანიებისთვის. თბილისში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინდუსტრიის მრავალმა გიგანტმა დააარსა კვლევისა და განვითარების ცენტრები.
მგავსი განვითარება ნიშნავს ადგილობრივი პროფესიონალებისთვის სამუშაო შესაძლებლობების გაზრდას, და ასევე შესძენს მათ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ფარგლებს შიგნით.
ფინტექ-კომპანიების შემოდინება საქართველოში ამდიდრებს ადგილობრივ სექტორს საკუთარი ცოდნითა და გამოცდილი სტრატეგიებით. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს Devexperts-ი, რომელიც მზად არის გააუმჯობესოს საქართველოს ფინტექ-პლატფორმა სტაჟირების და მენტორობის დანერგვის გზით, რაც მიზნად ისახავს ახალი ტალანტების განვითარებას. ასეთი ვალდებულების მაგალითია Devexperts-ის თანამშრომლობა საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, როგორიცაა თსუ, IBSU, BTU და ილიას უნივერსიტეტი.
გამოცდილებებისა და შეხედულებების გაცვლა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას დომინანტი პოზიცია დაიკაოს რეგიონალურ ბაზარზე. ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეკრებებზე, მათ შორის როგორიცაა Georgia и Armenia Tech Hub Summits და dxTechTalk, მთავარ თემას წარმოადგენს დისკუსიები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და საერთაშრისო ურთიერთობებზე.
მსგავსი ღონისძიებები აყალიბებს ახალ ხედვას IT -ს სფეროში თანამშრომლობის შესახებ და თამაშობს გადამწყვეტ როლს სექტორის სამომავლო ფორმირებაში.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური კომპონენტები, რომ იქცეს ფინტექის რეგიონალურ ლიდერად, ეს გზა ერთობლივად გასაკვალია. ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს ბიზნესის მარტივად კეთების შესაძლებლობა, ღია დიალოგები სახელმწიფო ხელისუფლებასთან და დარგის ვეტერანების მიერ, როგორიცაა Devexperts-ი, შემოთავაზებული გამოცდილება. თუმცა, სწორედ ამ კომპონენტების კოლაბორაცია განსაზღვრავს საქართველოს წარმატებას ფინტექის სფეროში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში