საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ", ალტე უნივერსიტეტი და საბანკო ასოციაცია, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის", სადაზღვევო კომპანია "უნისონის" და ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელს: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".
ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე 20 მარტს, 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. N2.
პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.
პანელზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
მოდერატორი - ინგა ქარჩავა, საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
16:10-16:20 კიბერსაფრთხეები სტუდენტებისთვის
დავით ცაბაურაშვილი
პროკრედიტ ბანკის Senior IT Security Officer
16:20-16:30 პერსონალური მოწყობილობების დაცვა
ვანიკო მამფორია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
16:30-16:40 ონლაინ/მობაილ ბანკინგი და ფინანსური უსაფრთხოება
მარიამ სპანდერაშვილი
საქართველოს ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი
16:40-16:50 მონაცემთა კონფიდენციალურობა და სოციალური მედია
გიორგი ყიფიანი
ბაზისბანკის კიბერუსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორი
16:50-17:00 კარიერა კიბერუსაფრთხოებაში
ინგა ქარჩქავა
საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
მოდერატორი - გიორგი აბაშიშვილი, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
17:40-17:50 ფულის გათეთრების საფრთხეები
დავით ვარსიმაშვილი
პროკრედიტ ბანკის კომპლაენსისა და AML დეპარტამენტის უფროსი
17:50-18:00 ფინანსური დაგეგმვა სტუდენტებისთვის
დავით რუსია
საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი
18:00-18:10 საპენსიო ასაკისთვის მზადება
ლევან ვერძეული
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე
18:10- 18:20 დაზღვევის არსი
მარიამ კოშორიძე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი
18:20- 18:30 კიბერრისკების დაზღვევა
ანა ურიათმყოფელი
სს ”სადაზღვევო კომპანია უნისონის” არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐᲖᲔ ᲓᲐᲛᲡᲬᲠᲔᲗᲐ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘᲐ. ᲛᲐᲡᲖᲔ ᲓᲐᲡᲐᲡᲬᲠᲔᲑᲐᲓ, ᲒᲐᲘᲐᲠᲔᲗ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲘ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐსარეგისტრაციო ბმული
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში