USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საიდან შემოდის საქართველოში ავოკადო

საიდან შემოდის საქართველოში ავოკადო

2023-10-13 10:00:42

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1,877.91 ათასი დოლარის ღირებულების 1,032.55 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 572.79 ტონა ავოკადოს იმპორტია დაფიქსირებული. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 3 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი ნიდერლანდებია. სწორედ ნიდერლანდებზე მოდის ავოკადოს მთლიანი იმპორტის 54%-ი მოდის. 

საქართველოში ავოკადოს იმპორტიორი ქვეყნებია:

  • ნიდერლანდები - 1,687.56 ათასი დოლარი - 553.95 ტონა,
  • თურქეთი - 156.75 ათასი დოლარი - 435.17 ტონა,
  • კენია - 33.60 ათასი დოლარი - 43.44 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქვეყანაში ამ პროდუქტის პოპულარულობის პარალელურად იზრდება მისი იმპორტიც. მაგალითისთვის, 2022 წელს 2009 წელთან შედარებით ავოკადოს იმპორტი გაზრდილია 25571%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 138%-ით.

2022 წელს ქვეყანამ 1,587.04 ათასი დოლარის 998.62 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები