USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფრანგეთის ელჩი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს

საფრანგეთის ელჩი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს

2023-03-09 17:47:42

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაწვევას მიესალმება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწრა. 

„მივესალმები უცხოური გავლენების კანონის პროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს მის ევროპულ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ორ დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები