USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ნდობას - არჩილ მესტვირიშვილი

საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ნდობას - არჩილ მესტვირიშვილი

2023-05-24 12:46:38

საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ცნობილია, არჩილ მესტვირიშვილს ამ დროისათვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.  

„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება.“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები