USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო მსუბუქ ავტომობილებს

სად ყიდულობს საქართველო მსუბუქ ავტომობილებს

2023-09-19 12:00:46

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანაში 1,957,767.39 ათასი დოლარის ღირებულების 128,505.00 ცალი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 104,685.00 ცალი ავტომობილის იმპორტია დაფიქსირებული.

2023 წლის 8 თვის სტატისტიკით ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების 71%-ი აშშ-დან განხორციელდა. 

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აშშ-დან ქვეყანაში 1,117,168.76 ათასი დოლარის ღირებულების 90,923.00 ცალი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.

მეორე ადგილზეა იაპონია, რომელზედაც იმპორტის 10%-ი მოდის. მესამე ადგილს კი გერმანია იკავებს, რომელზედაც მსუბუქი ავტომობილების მთლიანი იმპორტის 7%-ი მოდის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები