USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ბიჟუტერიას

სად ყიდულობს საქართველო ბიჟუტერიას

2023-07-11 18:55:37

საქართველოში ბიჟუტერის იმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,097.79 ათასი დოლარის ღირებულების ბიჟუტერის იმპორტი განხორციელდა,  ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 866.35 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 27%-ია.

საქართველოში ბიჟუტერი იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან ბიჟუტერი შემოსატანად 5,674.65 ათასი დოლარი გავიდა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ბიჟუტერის იმპორტისთვის გადახდილი თანხა 18%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე წლის სტატისტიკით საქართველოში იმპორტირებული ბიჟუტერიის 43%-ი ჩინეთზე მოდის.

სად ყიდულობს საქართველო ბიჟუტერიას - 2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა

  • ჩინეთი - 473.59  ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 176.73 ათასი დოლარი,
  • ესპანეთი - 116.50 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 68.78 ათასი დოლარი,
  • იტალია - 37.94 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები