2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 109 643.9 ათასი დოლარის ფეროშენადნობები გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 3.6%-ია.
გასულ წელს ექსპორტი 301 614.4 ათასი დოლარის დონეზე იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 11.8%-ია. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში ექსპორტი 63.6%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება მოცულობით ნაწილს აქ საანგარიშო პერიოდში ფეროშენადნობების ექსპორტი კლებას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 89,410.55 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 140,524.31 ტონა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების ფონზე შეგვიძლია დავასკვნათ და ფეროშენადნობების საექსპორტო ღირებულება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, საქართველოს ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი ბაზარი რუსეთია.
სად ყიდის საქართველო ფეროშენადნობებს?
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება