USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის და რა შემოსავალი აქვს საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტიდან

სად ყიდის და რა შემოსავალი აქვს საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტიდან

2023-06-25 00:30:28

ფეროშენადნობების ექსპორტი 45%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 70,737.85 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 129,085.93 ტონა შეადგენდა.

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 86,489.43 ათასი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, 2022 წლის 5 თვეში კი 285,721.2 ათასი დოლარი. შესაბამისად კლება 69.7%-ია.

აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობები საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია.2022 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის სტატისტიკაში (თანხობრივად) 13.5%-ი ეკავა, 2023 წლის იანვარ-მაისი ექსპორტში კი 3.5%-ი. 

საქართველოსთვის ფეროშენადნობების გასაღების ნომერ პირველი ბაზარი რუსეთია.

2023 წელს რუსეთში საქართველოდან 45,353.02 ათასი დოლარის ღირებულების 36,224.93 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, თურქეთში კი ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 17,138.50 ტონა შეადგინა.

აღნიშნული პროდუქცია საქართველომ გაიტანა ასევე ამერიკის ბაზარზეც და 5 თვეში აშშ-ში 6,024.28 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახოირციელდა.

ალჟირში ექსპორტირებულია 5,250.00 ტონა ფეროშენადნობები, აზერბაიჯანში 2,281.09 ტონა, ხოლო საფრანგეთში 1,714.42 ტონა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 18 ქვეყანაში განხორციელდა.

რაც შეეხება ბოლო 14 წლის სტატისტიკას, ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდული 2021 წელი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველომ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე 477,432.79 ათასი დოლარის ღირებულების 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები შეიტანა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები