USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად იქნება დაუშვებელი ძაღლებისა და კატების მიკედლება - კანონპროექტის დეტალები

სად იქნება დაუშვებელი ძაღლებისა და კატების მიკედლება - კანონპროექტის დეტალები

2024-02-13 17:05:00

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით შემოდის აკრძალვა, რომლიც თანახმადაც ძაღლისა და კატის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე დაუშვებელი იქნება.

„მიმკედლებელი ვალდებული იქნება იყოს რეგისტრირებული მიმკედლებლად მონაცემთა ერთიან ბაზაში; უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია; მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებული ცხოველის ერთ კვირაზე მეტი ვადით გაუჩინარების ან სიკვდილის შემთხვევაში; ასევე მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისათვის ან ადამიანისათვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები“, - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, ცხოველის მიკედლება ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უპატრონო ცხოველი მიიკედლონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები