USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად და რამდენი ნომრის ამომცნობი კამერაა დამონტაჟებული საქართველოს მასშტაბით

სად და რამდენი ნომრის ამომცნობი კამერაა დამონტაჟებული საქართველოს მასშტაბით

2023-05-15 23:00:03

საქართველოს მასშტაბით განთავსებული ვიდეოკამერები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6 496 ერთეულს შეადგენდა, რომლის 32%-იც ნომრის ამომცნობია.

როგორც შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის ბოლოს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე მთლიანობაში ნომრის ამომცნობი 2 089 კამერა იყო დამონტაჟებული.

ნომრის ამომცნობი კამერების 17%-ი თბილისშია განთავსებული, სულ 349 კამერა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც ნომრის ამომცნობი 314 კამერაა დამონტაჟებული. მესამე ადგილზე კი აჭარაა, სადაც 2022 წლის ბოლოსთვის დამონტაჟებული იყო ნომრის ამომცნობი 294 ერთეული კამერა.

მეოთხე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც ნომრის ამომცნობი 263 კამერაა, ხოლო მეხუთე პოზიციაზე იმერეთია, სადაც ნომრის ამომცნობი 254 ერთეული კამერა ფიქსირდება. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები