USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SABIT-ის აგრარული ბიზნესის პროგრამა გამოცხადდა - დეტალები

SABIT-ის აგრარული ბიზნესის პროგრამა გამოცხადდა - დეტალები

2023-12-05 14:55:45

ამერიკის საელჩო SABIT-ის ევრაზიის აგრარული ბიზნესის პროგრამის დაწყებას აანონსებს.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შუა და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ბიზნესისა და ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლებს, საჯარო მოსამსახურეებს და აგრობიზნეს ინდუსტრიის მეცნიერ თანამშრომლებს (დეპარტამენტის ხელმძღვანელებს) შემდეგი ქვეყნებიდან:

აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

პროგრამა ჩატარდება 2024 წლის 2-17 თებერვალს.

საბუთების მიღება 2023 წლის 17 დეკემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.trade.gov/sabit-current-eurasia-programs

პროგრამა SABIT-ი (Special American Business Internship Training), რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესს ამერიკულ კომპანიებთან დაახლოებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გააქტიურებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები