USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო ასოციაცია საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებას გამართავს

საბანკო ასოციაცია საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებას გამართავს

2023-04-27 14:31:18

28 აპრილს, საქართველოს საბანკო ასოციაცია საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებას გამართავს.

პლატფორმა USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.

USAID-ის 5 წლიანი პროგრამა (24 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ეკონომიკის მზარდი სექტორებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; რაც დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდაში აისახება.

USAID-მა უკვე 30 პარტნიორული პროექტი დასტარტა კომპანიებთან, ბიზნესებთან და სექტორულ ასოციაციებთან ერთად.

შეხვედრის მიზანი საბანკო ასოციაციის პროექტის მიღწევების შეჯამება და საზოგადოებისთვის სამომავლო ხედვის წარდგენაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები